რუსთავი 2-ის საქმეზე პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ კურიერთან საუბრისას მთავრობისა და დეპუტატების მხრიდან მოსამართლის მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა. ფიქრია ჩიხრაძემ თეა წულუკიანის გამოსვლა მაგალითად მოიყვანა, სადაც იუსტიციის მინისტრმა მოსამართლეს მოუწოდა, რაც შეიძლება მაქსიმალურად ჩქარ ტემპში მიეღო გადაწყვეტილება.
„პრეზიდენტმა უთხრა მოსამართლეს, რომ მიუხედავად ემოციური ფონისა და შესაძლო გარკვეული ზეწოლის მცდელობებისა და შესაძლო მითითებებისა, მე როგორც პრეზიდენტი შენ გიცავ და გაძლევ ველს იმისას, რომ შენ იმოქმედო აუჩქარებლად აუღელვებლად და არ მიიღო ცხელ გულზე და აჩქარებით გადაწყვეტილებები, რამაც შეიძლება დააზიანოს სამართლიანი სასამართლოს ინტერესი. ეს არის ძალიან რეზონანსული საქმე, რომელიც დიდ ინტერესს იჩენს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.