20 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" შენობასთან კამერების მონტაჟი მიმდინარეობს

რუსთავი 2-ის შენობასთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ერთად სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. რამდენიმე საათის წინ ტელევიზიასთან თეთრი ავტომობილი გაჩერდა და როგორც მათ კურიერის გადამღებ ჯგუფთან აღნიშნეს, ისინი შს სამინისტროდან იყვნენ. ამის შემდეგ კი მათ ტერიტორია დატოვეს. 

რამდენიმე წუთის წინ კი სამაუწყებლო კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე შს სამინისტროს წარმომადგენლები სპეციალური ტექნიკით მოვიდნენ და ვიდეოკამერების მონტაჟი დაიწყეს. 

როგორც ცნობილია შს სამინისტრო რუსთავი 2-ის პერიმეტრის 24 საათიან მონიტორინგს იწყებს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები