20 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
ხალვაშის ადვოკატები იმედს გამოთქვამენ, რომ ხვალ სასამართლოზე ექსპერტის დაკითხვას შეძლებენ

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. ქიბარ ხალვაშის ადვოკატები კი იმედს გამოთქვამენ, რომ ხვალ სხდომაზე ექსპერტის დაკითხვას მოახერხებენ.

"არ ვიცი ხვალ ექსპერტის დაკითხვა რამდენად მოესწრება, თუმცა სავარაუდოდ ამის შესაძლებლობა დღის ბოლოსკენ იქნება. თავად ყარამანიშვილებმა და რუსთავი 2-მა ხელი შეუწყვეს იმას, რომ თუ რაიმე ზიანი შეიძლება არსებობდეს, ეს ზიანი მათი არამართლზომიერების შედეგად არის გამოწვეული, ანუ არღვევდნენ კომპანიის წესდებით გათვალისწინებულ პირობებს, არღვევდნენ სასამართლო აკრძალვებს,"- განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები