20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" 3 მხარდამჭერი პატიმრობაშია, ერთი კი დაკითხვაზე იმყოფება

2 ოქტომბრის "რუსთავი 2-ის" მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით უკვე მერვე ადამიანს კითხვენ ქუთაისში.

ქალაქის საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან გია უკლება ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

გია უკლებამ დაკითხვაზე შესვლამდე მცირე კომენტარი გააკეთა და აქციის მონაწილეების დაკავება უკანონობად შეაფასა. 

"მე ვარ ამ აქციის უშუალო მონაწილე და ვარ თვითმხილველი რაც მოხდა ამ აქციაზე,"- განაცხადა უკლებამ. 

შენობის გარეთ კი მისი ახლობლები და თანამოაზერეები არიან შეკრებილი. ისინი მომხდარის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სამი ადამიანი უდანაშაულოდ არის დაკავებული.

"პოლიციაში პროკურატურაში და სხვა უწყებებში როგორც ჩანს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სიარული ყოველდღიურად ჩვეულებად იქცა. ეს მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილი გასაოცარ დემოკრატიას გვპირდებოდა,"- განაცხადა დეპუტატმა გიორგი თევდორაძემ. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები