20 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
"იმედი მაქვს მედიასაშუალებები მუშაობას გააუმჯობესებენ და მოსახლეობას სწორ ინფორმაციას მიაწვდიან"- ირაკლი ღარიბაშვილი

"იმედი მაქვს მედიასაშუალებები მუშაობას გააუმჯობესებენ და მოსახლეობას სწორ ინფორმაციას მიაწვდიან,"- ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში გააკეთა. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ მთავრობა არ ებრძვის მედიასაშუალებებს და ბრალდებებს უსამართლო უწოდა. 

"ტელევიზია აბსოლუტურად თავისუფალია. მოსახლეობას ესმის მხოლოდ ნეგატივი, მხოლოდ პრობლემები. ისედაც დაძაბულ მოსახლეობას დღითიდღე ძაბავენ. ის სიკეთეები, რომელიც ჩვენ ჩამოგითვალეთ, მედიაში ამაზე არ არის საუბარი. ჩვენ მთავრობაზე ამბობენ, რომ ჩვენ ვებრძვით სიტყვის თავისუფლებას. ამაზე დიდი უსამართლობა რა შეიძლება დააბრალო ადამიანს. ერთადერთი არხი რაც ჩვენ გვქონდა ეს იყო მეცხრე არხი. მას შემდეგ გადახედეთ ნებისმიერ ტელევიზიას არის მხოლოდ ოპოზიციური. იმედი მაქვს ჩვენი მედიასაშუალებები მუშაობას გააუმჯობესებენ და მოსახლეობას სწორად მიაწვდიან ობიექტურ ინფორმაციას,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები