20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
"ქართველი ხალხი შეურაცხყოფას, სულში ჩაფურთხებას ვერ აიტანს,"- კალაძე წამების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბრობს

"ქართველი ხალხი შეურაცხყოფას, სულში ჩაფურთხებას ვერ აიტანს,"- ასე გამოეხმაურა კახა კალაძე წამებისა და სექსუალური ძალადობის შემცველ ვიდეოკადრებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გავრცელდა სოციალურ ქსელებში. 

კალაძე ყოფილ ხელისუფებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებიან.

"ჩვენ ვაკვირდებით ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს. იმ საშინელ კადრებს თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, როგორ უსწორდებოდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, როგორ ამცირებდნენ.  მე და ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ეს დრო არასდროს არ დაბრუნდება. ქართველი ხალხი შეურაცხყოფას, სულში ჩაფურთხებას ვერ აიტანს. ეს ყველაფერი არის წარსულში, ამას აღარასდროს დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანაში,"- აცხადებს კახა კალაძე. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები