20 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
"რუსთავი 2-ის საქმე" - პაატა სალია 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას ხვდება

რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე ამ წუთებში 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მსჯელობს. შეხვედრა სასტუმრო ამბასადორში მიმდინარეობს და მას ქიბარ ხალვშის ადვოკატი პაატა სალია ესწრება. სალია საკუთარ პოზიციებს აცნობს მესამე სექტორის წარმომადგენლებს. 

შეხვედრა ახალგაზრდა ადვოკატების ინიციატივით იმართება და მას რუსთავი 2-ის იურისტები არ ესწრებიან. 

20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ერთობლივი განცხადების შემუშავებას გეგმავს, რომლითაც ისინი ქვეყნის პირველ პირებს, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს მიმართავენ. 

შეხვედრას ესწრებიან ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის ფულებებისათვის ორგანიზაციის წარმომადგენლები და მისი ხელმძღვანელები. 

"იქნება შეფასება ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ადეკვატურ და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამაში ვარ დარწმუნებული,"- აცხადებს ნანა კაკაბაძე.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები