20 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" მთლიანი პერიმეტრი შს სამინისტროს მიერ კონტროლდება

რუსთავი 2-ის შენობასთან დილიდან შს სამინისტროს თანამშრომლები მორიგეობენ. პარალელურად კი მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და შენობის პერიმეტრზე ვიდეოკამერები მონტაჟდება. 

ამ დრომდე უცნობია რამდენი სათვალთვალო ვიდეოკამერა დამონტაჟდება რუსთავი2-ის პერიმეტრზე, თუმცა ცნობილია, რომ კონტროლი სამი წერტილიდან მოხდება. ერთ-ერთი წერტილი TV საქართველოს შენობასთანაც არის. 

კურიერთან საუბრის დროს დღეს შს სამინისტროს თანამშრომლებმა არ დააკონკრეტეს დამონტაჟდება თუ არა კემერები უშუალოდ რუსთავი 2-ის შიდა პერიმეტრზე, მაგრამ ერთ-ერთი კამერა, რომელსაც დილიდან ამონტაჟებენ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის შიდა პერიმეტრის გაკონტროლების საშუალებას იძლევა, რადგან ის კომპანიის შემოსასვლელი ეზოს წინ იქნება განთავსებული.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებს საპატრულო ეკიპაჟი. დაუდასტურებელი ინფორმაციით შენობასთან იმყოფებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც.  

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები