20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
"როგორც ჩანს მთავრობას რუსეთში ჰყავთ კონსულტანტები და პოლიტტექნოლოგიები,"- პანფილოვი "რუსთავი 2-ის" საქმეზე საუბრობს

"როგორც ჩანს მთავრობას რუსეთში ჰყავთ კონსულტანტები და პოლიტტექნოლოგები,"- ასე ეხმაურება ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და პარალელს ავლებს წლების წინ რუსეთში ტელეკომპანია НТВ-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. 

"პირველ რიგში არჩევნების მოახლოება მახსენდება. გასაგებია, რომ NDI-ს რეიტინგების გამოქვეყნების შემდეგ მმართველი პარტიის მდგომარეობა სავალალოდ გამოიყურება. მეორე მხრივ არასერიოზულად ჟღერს იმიტომ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა მოსახლეობის მცირე რაოდენობით სადაც ისედაც ყველამ ყველაფერი იცის ტელევიზია აქ მინიმალურ როლს თამაშობს, ამ შემთხვევაში რუსთავი 2 ხელისუფლებისთვის გამაღიზიანებელია 
იმიტომ, რომ არსებობს ვანოს შოუ თქვენი გადაცემა და სხვები. ისეთი გადაცემები, რაც მუდმივად ხელისუფლებას აღიზიანებს. როგორც ჩანს მათ რუსეთში ჰყავთ კონსულტანტები პოლიტტექნოლოგები, რომლებიც ზუსტად რუსული სქემით მუშაობენ. ისე როგორც ეს მოხდა რუსეთში. გადაწყვიტეს, რომ აქაც უნდა დახურონ ყველაზე პოპულარული არხი ისე, როგორც ეს მოხდა 2000 წელს НТВ-სთან დაკავშირებით,"- განაცხადა ოლეგ პანფილოვმა. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები