"არაფერი არ ამართლებს მცდელობას გაანადგურო მასობრივი ინფორმაციის საშუალება,"- ეს განცხადება რუსმა ჟუნრალისტმა, რომელიც წლებია უკრაინაში მოღვაწეობს ევგენი კისილიოვმა რუსთავი2-ის ეთერში საუბრის დროს გააკეთა.
კისილიოვმა დეტალურად არ ისაუბრა რუსთავი2-ის შესახებ და აღნიშნა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ, თუმცა ისაუბრა პუტინის მიერ НТВ-ს დახურვის შესახებ და აღნიშნა, რომ მაშინდელ თავდასხმას რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე კარგ ჰოლდინგზე მხოლოდ ერთი მედიასაშუალება ეხო მოსკვი გადაურჩა, რომელიც დღემდე განსხვავებულად და მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა.
"პირველ რიგში ვერ გავაკეთებ კომენტარს მოვლენებზე რაც ახლა საქართველოში ტელევიზიების ირგვლივ ვითარდება. თუმცა პროფესიით ისტორიკოსი ვარ და მიყვარს
იტორიული პარალელების გავლება. შესანიშნავად ვიცი, რომ ისტორიული მაგალითები ზოგჯერ მოიკოჭლებენ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის რაც НТВ-ზე და რუსთვი2-ზე
ხდება 100% იდენტურია. იერიში НТВ-ზე ვლადიმერ პუტინის მიერ პრეზიდენტის სავარძლის დაკავების შემდეგ რამდენიმე დღეში დაიწყო. ფე ეს ბე-ს თანამშრომლებმა იერიში მიიტანეს მედიაჰოლდინგზე რომელიც НТВ-სა და სხვა მედიაკომპანიებს ფლობდა. НТВ-ს გარდა არსებობდა შესანიშნავი გაზეთი სივოდნია და იტოგი. ჰოლდინგი ბევრ სხვა მასობრივ ინფორმაციის საშუალებას ფლობდა მათ შორის ეხო მოსკვი, რომელიც ერთადერთი გადარჩა მთელს ამ შესანიშნავად მოაზროვნე მედიასაშუალებათა თაიგულში. ეჭვიც არ არსებობს, ეს იყო რუსეთში ახალი პერიოდის დასაწყისი, რომელიც ადრე თუ გვიან ცუდად დასრულდებოდა. კოლეგებს ამის შესახებ მაშინაც ვეუბნებოდი.
რუსული და უკრაინული მედია-სამწუხაროდ მედიამფლობელებმა ვერ ისწავლეს რომ საკუთარ მედიასაშუალებებს სრული თავისუფლება უნდა მისცენ და პერიოდულად ვერ უძლებენ ცდუნებას, მედიასაშუალებები და ჟურნალისტები მიმდინარე ტაქტიკური და სტრატეგიული პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენონ. ზოგჯერ ამას ისე აკეთებენ, რომ ჟურნალისტები ვერც კი ხვდებიან რომ მათ იყენებენ, საბოლოოდ კი ეს მათ უკან უბრუნდებათ. ჩემი პატივისცემის მიუხედავად НТВ-ს ყოფილი მფლობელი გუსინსკიც ამას აკეთებდა და მეც მარწმუნებდა, რომ რაღაცეებში უნდა გავყოლოდი. თუმცა საბოლოოდ ტელეკომპანია თავის პატარა ცოდვებს კი არ შეეწირა არამედ პუტინის სტრატეგიულ გადაწყვეტილებას დაემორჩილებინა ყველა დიდი და გავლენიანი მედიასაშუალება. მთავარი გაკვეთილი რაც ამ ისტორიიდან უნდა მივიღოთ-ნუ ჩაერევით და ნუ გამოიყენებთ ტელევიზიას როგორც პოლიტიკური თუ საქმიანი გავლენის ინსტრუმენტს. ასეთ შემთხვევაში ეს მედიასაშუალება ყველაზე რეიტინგული იქნება ვიდრე ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ქვეშ მოცეკვავე. კიდევ ერთი-თუ მედიასაშუალება არ არის ფინანსურად დამოუკიდებელი და თვითკმარი მისი დამარცხება ძალიან მარტივია.
ვფიქრობ ნებისმიერი მცვლელობა შეზღუდო სიტყვის თავისუფლება ნებისმიერი გადაცემის დახურვა, ეთერიდან მოხსნა, მცდელობა ერთ მფლობელს წაართვა ტელევიზია, გაზეთი, ჟურნალი და მეორეს გადასცე ყოველთვის ცუდია და აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ქვეყანაში
დემოკრატიის განვითარებას. თუ ვინმე ამა თუ იმ გზით რუსთავი 2-ის დახშობას ცდილობს, თუ მის ამჟამინდელ ან ყოფილ მფლობელს კისერზე ცოდვა ადევს და რომელიმე მათგანი 100% არ იყო მართალი ამა თუ იმ ვითარებაში ეს არ ამართლებს მცდელობას გაანადგურო მასობრივი ინფორმაციის საშუალება.
როცა ტელეკომპანია იძულებულია იარსებოს მდიდარი ბიზნესმენების ხარჯზე ვისთვისაც მთავარი ბიზნესი სხვაა ბანკი, ნავთობი ოქრო და სხვა მე წინააღმდეგი ვარ ცალსახად, რომ მედიასაშუალებები სალხემწიფოს ექვემდებარებოდეს. ვფიქრობ ეს კომპანიები კერძო მესაკუთრეებს უნდა ეკუთვნოდეს როგორც ეს უკრაიანშია სადაც სხვადასხვა კომპანია ამა თუ იმ ბიზნესმენის მფლობელობაშია. ასე იყო რუსეთშიც როდესაც ტელეკომპანიები სხვადასხვა გავლენიან ბიზნეს ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლებიც ისედაც თავის მხრივ ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ. კერძო მედია უკეთესია ვიდრე სახელმწიფო.
შეხედეთ ამერიკას სადაც ყველაზე თავისუფალი ჟურნალისტიკაა. ამერიკაში საერთოდ არ არსებობს სახელმწიფო ტელევიზია, ზოგან კი საერთოდ არ არსებობს. იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა იარსებოს ქვეყანა უნდა იყოს მდიდარი,"- განაცხადა ჟურნალისტმა ევგენი კისილოვმა.