"ყველანაირად დაგიჭერთ მხარს ჩვენი სურვილია ამ ბრძოლაში გამარჯვებულები გიხილოთ,"-ასე ეხმაურება რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს იულია ტიმოშენკო.
უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი რუსთავი 2-ს სოლიდარობას უცხადებს და მზად არის დაეხმაროს არხს.
"ჩვენთვის რუსთავი 2 არის თავისუფლების უკრაინის მხარდაჭერის სიმბოლო და ყველაფერი იმ საუკეთესოს სიმბოლო, რაც ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებშია. ძალიან გვიყვარხართ და მიგვაჩნია, რომ თავისუფალი ქვეყანა უნდა ამაყობდეს ისეთი არხით როგორიც რუსთავი 2-ია. ჩვენთვის გაუგებარია რატომ მიდის შეტევა რუსთავი 2-ზე, როდესაც ასეთი ავტორიტეტი და რეიტინგი გააჩნია. ეს ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ღიად ვაცხადებ, რომ თქვენს გვერდით ვარ და ყველანაირად დაგიჭერთ მხარს. ჩვენი სურვილია ამ ბრძოლაში გამარჯვებული გიხილოთ. რუსთავი 2-ის გამარჯვება ნიშნავს, რომ საქართველოში თავისუფლება და სიმართლე გაიმარჯვებს გამარჯვებას გისურვებთ,"- აცხადებს უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკო.
რუსთავი 2-ის შესახებ განცხადებები გააკეთეს ევროპელმა დიპლომატებმაც. მათ მიაჩნიათ, რომ თავისუფალ მედიასაშუალებასთან დაპირისპირება არასწორია და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.