20 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
"დასავლეთიდან ჩვენი დემოკრატიის ხარისხის მონიტორინგი აუცილებელია“ - ირაკლი ტაბლიაშვილი

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციასა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმში მონაწილეობას ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები იღებენ. კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითია.

მაღალი რანგის სტუმრებს შორის არიან როგორც უცხოელი ასევე ქართველი ექსპერტები. ყველა მათგანი თვალყურს ადევნებს რუსთავი 2-ის პროცესს და ამბობს, რომნ ევროატლანტიკურ გზაზე მედიის თავისუფლების თემა, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, მნიშვნელოვანია.

„დასავლეთის დაინტერესება მედიის მდგომარეობით საქართველოში მაღალია და უფრო მაღალი იქნება იმის გათვალისწინებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ურთმელიძე და რა პოლიტიკას გაატარებს საქართველოს ხელისუფლება, მისი ნებისმიერი შტო მედიასთან მიმართებაში. დასავლეთიდან ჩვენი დემოკრატიის ხარისხის მონიტორინგი აუცილებელია,“ - აცხადებს მედიაექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი.

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის შეფასებით, არსებობს საფრთხეები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ადამიანის უმთავრესი უფლება საფრთხის ქვეშ დგას. 

დღის ამბები