20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
"დაიცავით სიტყვის თავისუფლება"-ლიზა ბათიაშვილი რუსთავი 2-ს სოლიდარობას ნიუ-იორკიდან უცხადებს

რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ნიუ-იორკიდან ლიზა ბათიაშვილი ეხმაურება. მევიოლინე და კომპოზიტორი სამაუწყებლო კომპანიას თანადგომას უცხადებს და სიტყვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს

"მე მინდა, რუსთავი 2-ის გუნდს სოლიდარობა გამოვუცხადო. დღევანდელ დღეს მედიაში იმას წარმოადგენთ, რასაც დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, წინსვლა და პროფესიონალიზმი ჰქვია. მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს დასავლურ ხედვას და საბჭოთა მენტალიტეტის გავლენის ქვეშ ყოფნას არ დაუბრუნდება, რაც ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან წამოსული ფენომენია. ეს კი იმას იწვევს, რომ მოსახლეობა რეალობისგან გამორთულია. ამიტომ, დაიცავით სიტყვის თავისუფლება", - განაცხადა ლიზა ბათიაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები