ძვირფას დროს ბატონი დვალის ბელეტრისტიკაზე ვერ დავხარჯავ, - რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ჟურნალისტის მიერ დავით დვალის ინტერვიუსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა.
„არ მაქვს ბატონი დვალის ინტერვიუ წაკითხული და ამ შემთხვევაში ძვირფას დროს, შემჭიდროვებულები ვართ ვადებში, ხედავთ რაც ხდება კომპანიაში, ბატონი დვალის ბელეტრისტიკაზე ვერ დავხარჯავ. არ ვიცნობ ინტერვიუს და დროს ვერც დავხარჯავ,“ -განაცხადა ნიკა გვარამიამ.