20 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
"რატომ აკეთებთ ასეთ აჟიოტაჟს,"- ზვიად კვაჭანტირაძე ჟურნალისტებს მიმართავს

რა პოზიცია აქვს უმრავლესობას რუსთავი 2-თან დაკავშირებით. მმართველი გუნდის ერთობლივ განცხადებას ზვიად კვაჭანტირაძე გააკეთებს. გადაწყვეტილება კოალიციის წევრებმა ერთი საათის წინ დავით უსუფაშვილთან გამართულ შეხვედრის შემდეგ გააჟღერეს.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ მისი ფრაზები ჟურნალისტების მხრიდან არასწორად იქნა გაგებული. ის აცხადებს, რომ პერსონალურად მისი ერთი დეპუტატის სახელით გაკეთდება განცხადება. განცხადების ტექსტი ამ ეტაპზე უცნობია. ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ მას წერილობით გაავრცელებს.

„არაფერი განსაკუთრებული იქ არ იქნება. რატომ აკეთებთ ასეთ აჟიოტაჟს,“-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

უმრავლესობიდან განცხადების ტექსტს იცნობს ეკა ბესელია. მისი თქმით, ის განცხადების ტექსტს ეთანხმება. 

ეკა ბესელიას გარდა უმრავლესობის დეპუტატები ამ დოკუმენტის ტექსტს არ იცნობენ.

ზვიად ძიძიგური აღნიშნავეს, რომ ეს არის მხოლოდ ზვიად კვაჭანტირაძის პირადი აზრი, რომელსაც ის, სავარაუდოდ, ბიუროს დასრულების შემდეგ გააჟღერებს.

ირაკლი სესიაშვილის კი მიაჩნია, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობამ არანაირი განცხადება არ უნდა შეიმუშავოს,

სესიაშვილის თქმით, მთავრია, რომ მედია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი იყოს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები