20 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
ნიკა გვარამიას განცხადებას რუსთავი 2-თან დამონტაჟებული ვიდეოკამერების შესახებ უმრავლესობაში ეხმაურებიან

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, განცხადებას რუსთავი 2-თან ვიდეოკამერების დამონტაჟებასთან დაკავშირებით უმრავლესობაში გამოეხმაურნენ.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ რუსთავი 2-თან კამერების დამონტაჟებით არცერთი ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე დაკვირვება არ მოხდება. მისი თქმით, კამერების მონტაჟი მხოლოდ კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხორციელდება. 

„იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი, ტელევიზიის უსაფრთხოება დაცული იყოს, წინასწარ იყოს პრევენციული ღონისძიებები გატარებული, ერთერთი ღონისძიება გულისხმობს, რომ არ იყოს გარე პერიმეტრი ისე, რომ ყურადღება მოდუნდეს სამართალდამცავების მხრიდან,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მანანა კობახიძეც აცხადებს, რომ კამერების დამონტაჟება ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვით მიზნითაა განხორციელებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები