20 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
გიორგი თარგამაძე "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ არსებულ ინფორმაციულ ომზე საუბრობს

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციასა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე რუსთავი 2-ის თემა აქტუალური იყო. ფორუმს ექსპერტები, უცხოელი პარტნიორები და ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან და საუბარი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალსაც ეხება.

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების პროგრამის დირექტორი გიორგი თარგამაძე ფორუმში მონაწილეობისას აცხადებს, რომ დღეს ყველასთვის ნათელია ევროპისკენ მიმავალ გზაზე რუსთავი 2-ის მსგავსი ტელევიზიების არსებობის მნიშვნელობა.

„21-ე საუკუნეში ომების ფორმა, ხასიათი და შინაარსი შეიცვალა, დღეს გაცილებით უფრო დიდი ზიანის მომტანი არის ინფორმაციული ომები, რომელიც აქტიურად წარმოებს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგაც. ამ მხრივ ასეთი კონფერენციის გამართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მითუმეტეს, რომ მიიღონ ინფორმაცია უცხოელმა პარტნიორებმა რა ხდება საქართველოში, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ წარმოებულ ინფორმაციულ ომში ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია. ყველა გონიერი ადამიანი მიხვდება რას ნიშნავს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რუსთავი 2-ის და მისნაირი ტელევიზიების არსებობის აუცილებლობა,“ - აცხადებს გიორგი თარგამაძე.

დღის ამბები