საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით სხდომა ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს დილის 10:00 საათზე განახლდება.
28 ოქტომბერს დილიდან დაიკითხება საქმეში არსებული ერთადერთი მოწმე, რითიც დასრულდება საქმის არსებითი განხილვა. ამის შემდეგ ორივე მხარე საპაექრო სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.