მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა დღეს ჯეიმს აპატურაიმ რამდენჯერმე ახსენა. სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვარშავის სამიტამდე დეკემბრის მინისტერიალზე ქვეყანა როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით შეფასდება.
მედიის თავისუფლების საკითხსა და რუსთავი 2 -ის საქმეზე საუბრობდნენ თბილსში სამხრეთ კავკასიის მესამე ფორუმისა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის სტუმრები.
კონფერენციაზე დისკუსია დღეს ვარშავის სამიტამდე ნატო-ს და მის პარტნიორებს შეეხო და იმ მოლოდინს, რაც საქართველოს ამ სამიტიდან უნდა ჰქონდეს.
კონფერენცია ორდღიანია და მას მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან.
ავტორი: სოფო ზურაბიანი.