20 ნოემბერი 2024,   13:10
ვრცლად
"რუსთავი 2" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და დაუყონებლივი აღსრულების ნორმის გაუქმებას ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2-ის უფლებადამცველების სარჩელი დღის ბოლოს შევიდა. იურისტები გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულების ნორმის ხარვეზებზე მიუთითებენ და იმ მუხლების გაუქმებას ითხოვენ, რომლებიც შესაძლოა, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიყენოს.

ადვოკატის განმარტებით, ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ სასამართლოს უფლება აქვს დაუყონებლივი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღოს, რუსთავი 2-ის დაცვის მხარეს კი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალება მთლიანად შეეზღუდოს. 

დაუყონებლივი აღსრულების ნორმის ბუნდოვანებაზე საუბრობს ადვოკატთა ასცოციაციის თავმჯდომარეც. ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ კანონი მოსამართლეს ფართო დისკრეციას ანიჭებს, რაც ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილების პირადი სურვილით მიღებას განაპირობებს. ხატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსთავი 2-ის შემთხვევაში ამ უფლებით თამაზ ურთმელიძემ ისარგებლოს. 

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ საკნონსტიუტციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის საფუძველზე რუსთავი2-ის დაცვის მხარე კონკრეტულ საქმეზე კანონის მორგებას ცდილობს. უმრავლესობის წარმომადგენლები დაუყონებლივი აღსრულების შემთხვევაში მხარეებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ურჩევს. უმცირესობა კი დარწმუნებულია, რომ კანონში არსებული ხარვეზების გამოყენებას ქართული ოცნება რუსთავი 2-ის საწინააღმდეგოდ შეეცდება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლო რუსთავი 2-ის სარჩელს. შესაბამისი კონკრეტული ვადა
კანონით განსაზღვრული არაა.

ავტორი: ეკო მაღრაძე

 

ამავე თემაზე
დღის ამბები