20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
უმრავლესობის ლიდერი "რუსთავი 2-ის" საქმეზე ოპოზიციას სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში სდებს ბრალს

უმრავლესობის ახალმა ლიდერმა საკუთარი პოზიცია რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადებაში ჩამოაყალიბა და მოვლენების ხელოვნურად დაძაბვაში პოლიტიკური ოპონენტები დაადანაშაულა.

კვაჭანტირაძის მიერ დაანონსებულის თანახმად განცხადება მთელი უმრავლესობის სახელით უნდა გავრცელებულიყო, თუმცა დღეს დეპუტატი ამბობს, რომ განცხადებაში მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებებია.

უმრავლესობის ლიდერის განცხადების ტექსტი დანარჩენ უმრავლესობას არც წაუკითხავს, რადგან მიაჩნიათ, რომ რუსთავი 2-ის საქმე მათი სამსჯელო არ არის.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პროცესი ხელისუფლების მართულია. ოპოზიცია რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას ხვალინდელ სესიაზეც გეგმავს.

ავტორი: ნატა მახვილაძე.

დღის ამბები