20 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება

რუსთავი 2-ის საქმის არსებითი განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში 8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსამართლე მოპასუხე მხარის ადვოკატებს უსმენდა. იურისტების განცხადებით, 7 პუნქტიან სარჩელში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს. დღეს როგორც წინასწარ იყო ცნობილი საქმეში ერთადერთი მოწმის დაკითხვა ვერ მოხერხდა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ოთხშაბათს დილის 10:00 საათზე ჩანიშნული სხდომა სწორედ მისი დაკითხვით განახლდება. 

მოწმის დაკითხვის შემდეგ კი საქმეზე ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვა დასრულდება და მხარეები საპაექრო სიტყვას წარმოთქვამენ. მოესწრება თუ არა პროცედურულად ოთხშაბათს ამ ეტაპების გავლა ცნობილი არ არის. საპაექრო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად უნდა გავიდეს. 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე. 

 

 

დღის ამბები