20 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
შს სამინისტრო "რუსთავი 2-ს" 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს

რუსთავი 2-ის პერიმეტრზე 13-ზე მეტი კამერა უკვე დამონტაჟებულია. შენობის ეზოს და მიმდებარე ტერიტორიას შს სამინისტრო 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს. სამაუწყებლო კომპანიის შენობის შესასვლელს კი საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. ეკიპაჟები დღე ღამის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლებიან და ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს აკონტროლებენ. 

გუშინდელის მსგავსად რუსთავი 2-ის ტერიტორიაზე კურიერის კამერებმა საეჭვო პირები დააფიქსირეს, რომლებიც ტელევიზიის პერიმეტრზე გადაადგილდებიან, საუბრობენ ტელეფონზე და ეზოში არსებულ ვითარებას სხვადასხვა შემაღლებული ადგილიდან აკვირდებიან. სავარაუდოდ ეს პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იგივე სუს-ის თანამშრომლები არიან. 

სამართალდამცველებს დღეს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა მიმართა და ვიდეომონიტორინგის დაწესებასთან დაკავშირებით განმარტება მოითხოვა. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომების გამკაცრებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა მოხდა. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა დღეს პარლამენტის თავმჯდომარესა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თვამჯდპომარესაც მიმართა. გვარამია არ გამორიცხავს, რომ სათვალთვალო კამერებთან ერთად ტერიტორიაზე ხმის ჩამწერი მოსასმენი აპარატურაც დამონტაჟდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 315-ე მუხლით 2 დღის წინ დაიწყო, რაც შეთქმულებას სახელწმიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად გულისხმობს.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

 

 

 

დღის ამბები