20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
დავით დვალი ქიბარ ხალვაშს წარმატებას უსურვებს

რუსთავი 2-ის დამაარსებელი და ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი დავით დვალი ქიბარ ხალვაშსს წარმატებას უსურვებს და განმარტავს, რომ დღესდღეობით მიმდინარე პროცესები სამართლიანობის აღდგენის დასაწყისია.

"ხაზს ვუსვამ, აბსოლუტურად მხარს ვუჭერ ქიბარის მოთხოვნას. მე ამ წუთას ვერ ვერთვები პროცესში და არც ჩავერთვები. ახლა ჩართვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავეტაკებით ერთმანეთს და დღევანდელი ვითომ მფლობელი იხეირებს, ამიტომ სრულიად შეგნებულად გვერდზე ვუდგავარ და წარმატებას ვუსურვებ ქიბარს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ჩვენთვის ეს სამართლიანობის აღდგენის პირველი ეტაპია. დასაწყისია მხოლოდ და არა - ზეიმი,"- აცხადებს დავით დვალი ნეტგაზეთთან ინტერვიუში. 

დავით დვალის განცხადებაზე კითხვა ნიკა გვარამიას დღეს ბრიფინგზეც დაუსვეს, სადაც სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ინტერვიუს არ იცნობს.

 

 

 

 

დღის ამბები