პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვალ დილის 11:00 საათზე გიორგი მარგველაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ რუსთავი 2-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
როგორც ცნობილია შეხვედრის გამართვის ინიციატორი თავად ქიბარ ხალვაში იყო და ის დღესდღეობით საქართველოში იმყოფება.
შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იქნება, თუმცა ვიდეო და ფოტომასალას ადმინისტრაციის პრესსამსახური გაავრცელებს.