20 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
"წარმოდგენა არ აქვს ტელევიზიაზე" - თამთა მურადაშვილი ქიბარ ხალვაშზე საუბრობს

რუსთავი 2-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი გადაცემა არჩევანში ქიბარ ხალვაშის მოთხოვნაზე დეტალურად საუბრობს და განსაკუთრებულ აქცენტს ლოგოს თემაზე აკეთებს. როგორც ადვოკატი ამბობს, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიას ლოგოსა და საერთაშორისო გადაცემების გამოყენებისათვის კონპენსაციას სთხოვს, რაც ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა თამთა მურადაშვილის თქმით ხალვაშის ადვოკატებს არ აქვთ პასუხი თუ საიდან მოხდა ამ თანხის დადგენა.

„ადამიანს, რომელიც ფლობდა და მართავდა არხს და იყო სატელევიზიო ბიზნესში, წარმოდგენ არა აქვს ტელევიზიაზე,“ - ამბობს თამთა მურადაშვილი.

საავტორო უფლებების კუთხით ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის ლოგოსა და საერთაშორისო პროექტების ავტორად აღიარებას ითხოვს. გარდა ამისა მის მოთხოვნებში შედის ტელეკომპანიისგან ლოგოსა და საერთაშორისო პროექტების უკანონო გამოყენებისათვის კონპენსაციის მიღებაც. 

დღის ამბები