20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
"რევაზ ბერიაშვილი არასდროს ყოფილა "რუსთავი 2-ის" ფინანსური დირექტორი," - თამთა მურადაშვილი

"რევაზ ბერიაშვილი არასდროს ყოფილა რუსთავი 2-ის ფინანსური დირექტორი," -ეს განცხადება რუსთავი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა თოქ-შოუ არჩევანში გააკეთა. 

მურადაშვილი ამბობს, რომ მაუწყებლის იურისტებმა ბერიაშვილის შესახებ საჯარო რეესტრში ინფორმაცია მოიძიეს და გაირკვა, რომ ქიბარ ხალვაშსა და ბერიაშვილს შორის არსებობს კავშირი.  მათ შორის რევაზ ბერიაშვილი კომპანია პრიზას ბუღალტერიც იყო, რომელიც ქიბარ ხალვაშს ეკუთვნოდა. 

რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ასევე ამბობს, რომ ხალვაშის ადვოკატებს სურდათ სხდომაზე ბერიაშვილი მოწმის სახით დაეკითხათ, თუმცა პირველ სხდომაზე მოსამართლე ურთმელიძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები