20 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
ტელეკომპანია "საქართველოს" ადვოკატი საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს

ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ-საქმის იურიდიულ დეტალებზე დღეს გადაცემა არჩევანში კომპანია საქართველოს ადვოკატი დიმიტრი ძაგნიძე საუბრობდა. როგორც ძაგნიძე აცხადებს ქიბარ ხალვაში თავის მოთხოვნაში ორ მთავარ საკითხზე აკეთებს აქცენტს.მოსარჩელე ითხოვს მის მიერ ერთი წლის ინტერვალით დადებული გარიგებების ბათილობას და ეს ბათილობა მიმართოს დღევანდელ მესაკუთრეების მიმართ - მაშინ, როდესაც ეს პირები არანაირ სამართლებრივ ურთიერთობაში მაშინდელ გარიგებებთან არ არიან.

„ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ თითქოს იყო იძულება და იძულებითი გარიგება და ამიტომ უნდა გაბათილდეს, მეორე კი ამ გარიგებაში იყო ამორალურობის ნიშნებიც. ანუ თითქოსდა ეს გარიგება ეწინააღმდეგება მორალს - ამის გამო გარიგების ბათილად მიჩნევას ითხოვს,“ - ამბობს დიმიტრი ძაგნიძე, რომლის მტკიცებით იმის შესასხებ, რომ ქიბარ ხალვაშს იძულებით დაათმობინეს რუსთავი 2, საქმეში კონკრეტული პირი კონკრეტული ფაქტი მითითებული არ არის. 

დღის ამბები