20 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
ელენე ხოშტარიას მტკიცებით "რუსთავი 2-ის" საქმეს სამართლებრივი მხარე არ აქვს

საქართველოს რეფორმების ასოციაციის ხელმძღვანელი, ელენე ხოშტარია, რუსთავი 2-ის საქმეზე გადაცემა არჩევანში საუბრობს და ამბობს, რომ საქმე ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ პოლიტიზირებულია და მას სამართლებრივი შინაარსი არ გააჩნია. ხოშტარია ამბობს, რომ დღეს რუსთავი 2 ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის და ამისთვის ქიბარ ხალვაშით ცდილობს ვითარების შეცვლას.  

„ის პირდაპირ ამბობს, რომ ჩემი ამოცანაა, რომ გამოვგლიჯო ხელიდან დღევანდელ მატყუარებს რუსთავი 2 და სიმართლის მაუწყებლობა დაიწყოს ამ არხმა. აქ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. დღეს ვიჯექი სასამართლო პროცესზე და გაოგნებული დავრჩი, რადგან პროცესში ვერ ვიპოვე ვერანაირი შინაარსი. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ ზოგადი ფრაზების ნაცვლად ჩახედონ საქმეს და ნახონ რა წერია ამ საქმეში, არაფერი წერია იქ, ის არ არსებობს სამართლებრივად,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

დღის ამბები