20 ნოემბერი 2024,   13:12
ვრცლად
"მათ სამართლებრივად რამის გაკეთება რომ ნდომოდათ გააკეთებდნენ,"- ზაზა ბიბილაშვილი

"როდემდე ვილაპარაკოთ ჭორებზე, მათ სამართლებრივად რამის გაკეთება რომ ნდომოდათ გააკეთებდნენ,"-ასე გამოეხმაურა ბოლო დროს რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელის დავთ დვალის მიერ გაკეთებულ განცხადებებს TV საქართველოს იურისტი ზაზა ბიბილაშვილი. 

მისი თქმით ჭორებზე საუბარი უნდა დასრულდეს. 

"მე გავეცანი დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებებს და დღევანდელ ინტერვიუს. როგორც ის ამბობს მას იურისტებმა ურჩიეს და მან იცის, რომ სამართლებრივად არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ამ კითხვას პასუხი თვითონ გასცა. მისი განცხადებების შინაარსის და ფორმის დეგრადირება ხდება ლიბერალმა და ნეტგაზეთმა  მგონი დროა აწი ეს განცხადებები ჟურნალ კაკადუს, ალიას და ასავალ-დასავალს დაუთმოს. სერიოზულად ამაზე ლაპარაკი შეუძლებელია. სამართლებრივად ამ ადამიანს რამე, რომ ნდომოდა გააკეთებდა. არ გაუკეთებია და როდემდე უნდა ვილაპარაკოთ ჭორებზე,"- განაცხადა ბიბილაშვილმა. 

TV-საქართველოს იურისტი რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის განცხადებასაც გამოეხმაურა. ნიჟარაძე განცხადებაში ნიკა გვარამიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხების დაყენებას ითხოვს. 

ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ ნიჟარაძის განცხადება ემთხვევა ხელისუფლების რიტორიკას და მისი ხელმძღვანელები სავარაუდოდ ხვალ დღის განმავლობაში "მოკლე და საქმიან პასუხს" გასცემენ წერილობითი ფორმით.  

"ჩემი მარწმუნებლები სავარაუდოდ ხვალ გაავრცელებენ განცხადებას ნიჟარაძის საპასუხოთ. ეს მოთხოვნა არის სინქრონიზაციაში ხელისუფლებასთან. თეორიულად ვერ ვხვდები რაზეა საუბარი. ხავსიც არ ქვია რასაც ისინი ეჭიდებიან,"- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები