20 ნოემბერი 2024,   13:13
ვრცლად
ქიბარ ხალვაში პრეზიდენტთან შესახვედრად მივიდა

ქიბარ ხალვაში პრეზიდენტთან შესახვედრად მივიდა. ხალვაში მის ადვოკატ პაატა სალიასთან ერთად იმყოფება. შეხვედრაზე პრეზიდენტთან ერთად იმყოფება მისი მრჩეველი ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი თინათინ მჟავანაძე. 

შეხვედრის მთავარი თემა ტელეკომპანია რუსთავი 2 და მიმდინარე სასამართლო პროცესი იქნება. როგორც ცხნობილია შეხვედრა ხალვაშის ინიციატივით შეხვდა. ქიბარ ხალვაშს თქმით, საკუთარ პრობლემებზე სურს საუბარი. 

ადმინისტრაციის შენობაში შესვლამდე თავად ხალვაშმა კომენტარი არ გააკეთა. ჟურნალისტებს მისი ადვოკატი ესაუბრა.

პაატა სალიას თქმით, ქიბარ ხალვაში შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს მედიასთან. კითხვაზე, თუკი ქიბარ ხალვაშს გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს, რა სტატუსით იმყოფება საქართველოში და აქვს თუ არა მოქალაქეობა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ამაზე თავად ქიბარი ისაუბრებს. ადვოკატის თქმით, მან არ იცის მის მარწმუნებელს პოლიტიკური თავშესაფარი გერმანიაში აქვს, თუ - გერმანიის მოქალაქეა. 

დღის ამბები