20 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
„სასაცილოა, რომ ქიბარ ხალვაში სასამართლო ზეწოლაზე ლაპარაკობს", - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიამ პროკურატურის შენობა რამდენიმე წუთის წინ, საათნახევრიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა საგამოძიებო უწყების შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"სასაცილოა, რომ ქიბარ ხალვაში სასამართლო ზეწოლაზე ლაპარაკობს, იმიტომ რომ, ის ბიძინა ივანიშვილის მარიონეტია და ბიძინა ივანიშვილის ხელშია ის სასამართლო, რომელიც ჩვენ საქმეს იხილავს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ქიბარ ხალვაშმა პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"რაც შეეხება პრეზიდენტის მონიტორინგს ასე ვთქვათ, ეს აქამდეც უნდა ცოდნოდა, რომ პრეზიდენტი ამ პროცესის მონიტორინგს ისედაც ახორციელებს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქიბარ ხალვაში გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და სასამართლო პროცესისთვის მონიტორინგის გაწევის თხოვნით მიმართა, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქიბარ ხალვაშს სასამართლოს მონიტორინგის ჩატარებაზე უარი უთხრა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები