20 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
"რა მნიშვნელობა აქვს დოკუმენტს", "სასამართლო არ ეხება დოკუმენტს", - ქიბარ ხალვაში მტკიცებულებებზე

"სასამართლო არ ეხება დოკუმენტს, რამდენად ვიყიდე მე, სასამართლო არის საუბარი რამდენი მომცემს იმაში, რაც ღირდა გაცილებით მეტი“, - ეს განცხადება ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მან ასე მტკიცებულებების შესახებ კითხვებს უპასუხა, რაც ადასტურებს, თუ რა თანხად შეიძინა და გაყიდა რუსთავი 2.

"2 გვერდიანი მტკიცებულებაა სამოქალაქო სამართლისთვის და შიგნით წერია, რომ კომპანიაში, რომელიც გაცილებით მეტი ღირდა, 300 ათასი ლარი გადამიხადეს. მე ვიყიდე 7 მილიონ 300 ათას დოლარად", - განაცხადა ხალვაშმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ქიბარ ხალვაშმა მიუგო, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

"ნუ გადაგყავთ სასამართლოს თემა სხვა რაკურსში", - აღნიშნა ხალვაშმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მოპასუხე მხარე რასაც ლაპარაკობს, არის მიშა სააკაშვილის და გავრამიას დაწერილი ტექსტი და ის არ შეესაბამება რეალობას.

დღის ამბები