რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება 315-ე მუხლით? ამ საკითხზე არასამათავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სწავლების ცენტრი დამატებით განმარტებებს ითხოვს.
ორგანიზაციაში კითხვები აქვთ, რა საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს ამ დროისთვის და რა კავშირი აქვს საგამოძიებო მოქმედებებს კერძო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თვალთვალთან.
სამოქალაქო სექტორი მიმართავს პარლამენტს შეიქმნას სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის სოფო ვერძეულის განმარტებით, კითხვები ძირითადად უკავშირდება იმას, თუ რის საფუძველზეა მიმდინარე გამოძიება დაწყებული.
„ვიცით ერთი წყარო, რომელიც სავარაუდოდ შესაძლოა ასახავდეს ყოფილი პრეზიდენტის საუბარს გიგა ბოკერიასთან. თუმცა უცნობია ინტერნეტში გავრცელებული წყაროს სანდოობის საკითხი,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.