ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა. დღესვე მოქალაქე ივანიშვილმა გოგი თოფაძის განცხადებაც შეაფასა.
"ესე თქვა გოგიმ? ღმერთმა ნუ ქნას-თქო ასე გადაეცით გოგის. ასე როგორ შეიძლება?! გოგის აქვს ხოლმე, პრინციპში, ასეთი გამონათქვამები. თუ ასე თქვა, ძალიან ცუდად არ უთქვამს. რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა არც მე მომწონს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტელევიზია უნდა დაიხუროს. ეს არის ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო ტელევიზია. მაგრამ ეს კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის. კიდევ შეუძლიათ მეორეც და მესამეც. ეს ნორმალურია.
ყველაფერი უნდა იყოს, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება. მედიას უნდა ფრთხილად მოვეკიდოთ. დახურვა და გაუქმება ტერმინები არ უნდა ვიხმაროთ. ბევრი რამე არ მომწონს. არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე ინფორმაცია ძალიან ხშირად გამოდის თქვენი ტელევიზიიდან. საწყენია, ნათელშვილმა მოიყვანა ბავშვები და რუსთავი 2-ის ნაციონალური მოძრაობის დალაგებული იყო, ბიძინა ბიძია დაგვიბრუნე ბავშვობა ბავშვებს. არადა სწორედ ეს ყველაფერი ბავშვებისთვის და ქვეყნისთვის გავაკეთე. ეს ყველაფერი დაამახინჯეს და ააყირავეს. ყველანაირი აზრი უნდა იყოს. მაგრამ ის, რომ ვიღაცას არ მოგვწონს, მე თუ თოფაძეს, და ის უნდა დაიხუროს, რა თქმა უნდა, არაა სწორი," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.