ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი შს სამინისტროს მიერ რუსთავი 2-ის პერიმეტრის 24 საათიან კონტროლზე საუბრობს. ივანიშვილი ამბობს, რომ თუ ეს არის უკანონობა შედეგი უნდა დადგეს.
"თუ ეს კამერები აწუხებს ტელევიზიას უნდა მოითხოვოთ და კანონი არის ამის შესახებ. უნდა მოთხოვოთ განმარტონ. გააგრძელეთ სანამ არ მიიღებთ შედეგს თუ არის რაიმე უკანონობა შედეგი უნდა დადგეს. ეს არის ეზოში და მხოლოდ ტელევიზიის უსაფრთოხებისთვის არის. შიდა სამზარეულოს არ უყურებს და არ ამოწმებს და არ აკონტროლებს არავის. ძალიან დიდია აჟიოტაჟი მე ესე წარმომიდგენია მოტივაცია ვინც დააყენეს კამერები, რომ გადაჭარბებულია აჟიოტაჟი თქვენი ტელევიზიის ირგვლივ ისევ იმ პარტიული ორგანიზაციის ნაციონალური მოძრაობის მიერ არის ანგაჟირებული,"- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.