20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ცდილობს დაადუმოს აზრი, რომელიც არ მოსწონთ" - გოკა გაბაშვილი

"ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ცდილობს დაადუმოს აზრი, რომელიც არ მოსწონთ" - ასე უპასუხეს დღეს ბიძინა ივანიშვილს ნაციონალურ მოძრაობაში. გოკა გაბაშვილი ყოფილი პრემიერის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მან რუსთავი 2-თან დაკავშირებით გააკეთა.

„ქიბარ ხალვაში არაფერია, ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი აუქმებს საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგულ, კრიტიკულ ტელევიზიას და ცდილობს ყველანაირად დაადუმონ განსხვავებული აზრი, ის აზრი, რომელიც მათ არ მოსწონთ. მაგრამ ის რაც დღეს თოფაძემ თქვა, რომ ხვალ რუსთავი 2 აღარ იქნება არის პირდაპირი განაცხადი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან რა არის მათი რეალური გეგმები, რასაც ელოდებიან მოსამართლე ურთმელიძისგან. იგივე პოზიცია გამოამჟღავნა ბიძინა ივანიშვილმა, როცა თქვა, რომ რომც დაიხუროს არაფერი პრობლემა არ იქნება - სხვას გააკეთებენ,“ - აცხადებს გოკა გაბაშვილი.

დღის ამბები