რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებსა და სასამართლო პროცესის დეტალებს დიპლომატებს და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს აცნობს. თბილისი მერიოტში საერთაშორისო სავაჭრო პალატა მეათე საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას მართავს. ერთ-ერთი მომხსენებელი სწორედ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორია.
„შეკითხვები იყო რას ვგეგმავთ, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს პროცესზე, ჩვენ მივაწოდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რას ვფიქრობთ და რა გეგმები გვაქვს, დიპლომატიურ კორპუსს. მხარდაჭერა ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ეს რამდენად საკმარისი იქნება ამას ვნახავთ,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.