20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
"უბედური ევროპელები და ამერიკელები ვინც "ნაციონალური მოძრაობის" მსხვერპლია,"-ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი რუსთავი2-ის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამერიკას და ევროპას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა "ატყუებს." ივანიშვილი ასევე ამბობს, რომ ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე ზეწოლა არ ხდება.

"არც ერთი მაგალითი არ გაქვთ, რომ მთავრობა ძალადობს თავისუფალ მედიაზე და ისევ საზღვარგარეთი გინდათ დაიხმაროთ იმიტომ, რომ შიგნით გაფუჭებული გაქვთ საქმე. ყველაფერი გასაგებია ქართველი ხალხისთვის. შემოდგომაზე ამაზე საბოლოო პასუხს მიიღებს ნაციონალური მოძრაობა.  უბედური ევროპელები და ამერიკელები ვინც ნაციონალური მოძრაობის მსხვერპლია. არ ასვენებენ დღესაც ის ხალხი თავის საქმეს აკეთებს და თავის საქმე კარგად იციან, მაგრამ ამდენ ხანს ატყუებდნენ დღესაც ნაცნობობა აქვთ, ცდილობენ იქიდან აქეთ მოგვხედონ,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

 

 

დღის ამბები