"ვინ არიან ყარამანაშვილები, ეს საცოდავები ვერც კი გამოდიან იმიტომ, რომ ტელევიზიაში ფორმალურად ჰყავთ შეყრილები,"- ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2-ის საქმის შესახებ საუბრის დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის ტელეკომპანიის რეალური მეპატრონე ან ქიბარ ხალვაში ან დვალი.
"ქიბარ ხალვაში არ არის მარტო. საუბედუროდ კალაძეს ის წამოცდა, რომ თურმე ქიბარ ხალვაში იყო მაგის მეპატრონე რეალური. დღეს ვინ არის რეალური მეპატრონე და რა კავშირი აქვს ამ ტელევიზიასთან ნიკა გვარამიას. კალაძეს წამოცდა და ამიტომ ეს არის ზეწოლა? ბოდიში მოიხადეთ. ხალვაში იქნება თუ დვალი მათ კავშირი ჰქონდათ, მაგრამ რა კავშირშია გვარამია, ვინ არიან ყარამანაშვილები ეს საცოდავები, ვერც კი გამოდიან რომ დაიცვან იმიტომ, რომ ფორმალურად ჰყავთ შეყრილები. ეს იცის საზოგადოებამ. კახი კალაძემ დელიკატურობა არ დაიცვა. კალაძემ ის თქვა, რომ დიდი ეჭვი აქვს, რომ ტელევიზია ან ხალვაშისაა ან დვალის, მაგრამ გვარამიასი რომ არაა ეს ყველამ იცის,"- განაცხადა ივანიშვილმა.