20 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
"ძალადობს, ექსტაზში შესული თეთრის შავად დახატვას ცდილობს,"- ივანიშვილი გვარამიაზე საუბრობს

"ძალადობს", "ექსტაზში შესული"," თეთრის შავად დახატვას ცდილობს,"- ეს ის ფრაზებია რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს  ნიკა გვარამიას განცხადებების შესაფასებლად გამოიყენა. 

ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებასაც გამოეხმაურა სადაც გვარამია მთავრობის მხრიდან მასზე განხორციელებულ შანტაჟზე საუბრობს. ივანიშვილი ფიქრობს, რომ გამოძიების პროცესში გვარამიამ ვერ დაადასტურა მისი ნათქვამი. 

"ვერც ერთი ქცევა ვერ ვნახე ხელისუფლების თქვენს წინააღმდეგ. თვითონ, რომ ძალადობს გვარამია და ისტერიკებშია და თეთრის შავად დახატვას ცდილობს ამას ვხედავ. ჩემი ნათქვამი იმიტომ კი არაა მთავრობა წავახალისო იმიტომ, რომ თქვენ შეძლოთ და მეტი ობიექტურები იყოთ.  

რასაც ნიკა გვარამია ექსტაზებში შესული იტყვის, ის ვერ გახდება საფუძველი, რომ ეს არგუმენტები იყოს, მან უნდა დაამტკიცოს ეს. ჯერ რაც თქვა დაამტკიცა? მემუქრებოდნენო? იმ კაცმა უარი თქვა როგორც მე ვიცი ხო.

თქვენ რა სურვილიც გაქვთ, რომ მოსამართლეებიც თქვენ იყოთ, თქვენ არა პირადად თქვენი გუნდი რომელსაც ემსახურებით. ნაცვლად იმისა, რომ თქვენი საქმე გაარჩიოს მოსამართლე უნდა დაიჭიროთ თავშივე.

თუ მომჩავანს გავანადგურებთ თავშივე დანაშაულიც აღარ იქნება-ეს პოზიცია გაქვთ თქვენ თუ მომჩივანს ან ქიბარ ხალვაშ ან სასამართლოს მთლიანად მოუხერხებთ რამე ყველაფერი კარგად იქნება. როგორც იქცევა, გვარამია, რუსთავი 2 და თქვენ. ყველა სასამართლო, რომელიც ჩატარდა საშინელი ლანძღვა-გინება ისმის სასამართლოს მიმართ და ეს არის თქვენი პოზიცია. როდესღაც ეს გუნდი იყო მოსამართლეც და პროკურორიც იყო ერთი კაცის ხელში და ჭრიდნენ როგორც სურდათ. დღეს კეთილი ინებეთ და დაელოდეთ,"- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები