20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" შენობა 24 საათი კონტროლდება - მაუწყებელი განმარტებას ითხოვს და პასუხს ვერ იღებს

შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად - უკვე მეოთხე დღეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამაძიებას ამ ხმაურიანი მუხლით აწარმოებს, თუმცა დამატებითი განმარტება გამოძიების დაწყების კონკრეტული საფუძვლის ან შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ არ ხმაურდება.

ცნობილია, მხოლოდ ის, რომ გამოძიების დაწყებამდე ინტერნეტში რუსულ საიტზე დაყრდნობით მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას შესძლო საუბრის დეტალები გავრცელდა. დღემდე არ გავრცელებულა არც ერთი სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა გამოძიებას სტატიაში აღწერილი შესაძლო საუბრის დეტალების ამსახველი ვიდეო, აუდიო ან სხვა რაიმე მტკიცებულება. 

იურისტებისთვის უცნობია ზუსტად რა მიზეზით მოჰყვა გამოძიების დაწყებას რუსთავი 2-ის ტერიტორიის გაძლიერებული 24 საათიანი მეთვალყურეობა და რა კავშირი არსებობს 315-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებასა და სამაუწყებლო კომპანიას შორის.

რუსთავი 2- ის გარშემო კამერების განთავსების ოფიციალური მიზეზი არადამაჯერებელია გიორგი მშვენიერაძისთვისაც. იურისტი განმარტავს, რომ გამოძიებამ უნდა დააკონკრეტოს რა ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარეობს ქვეყანაში 315-ე მუხლით გამოძიება.

უმრავლესობის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ სახელმწიფო უსაფრთოების დეპარტამენტს ყველა საჭირო მტკიცებულება ექნებოდა გამოძიების დასაწყებად.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები