გოგი თოფაძის გადაწყვეტილებით ხვალ რუსთავი 2 აღარ იქნება. დეპუტატს აღარ დაუკონკრეტებია იცის თუ არა წინასწარ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება.
მის პოზიციას დღეს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაემიჯნა, თოფაძის განცხადება "წამოცდენად" შეაფასა და დეპუტატის ასაკს გაუსვა ხაზი.
გოგი თოფაძის განცხადება უმრავლესობის სხვა ლიდერებმაც გააკრიტიკეს. მმართველი გუნდის ნაწილს არ სჯერა, რომ თოფაძე ასეთ განცხადებას გააკეთებდა. უმრავლესობაში დღეს ეჭვი რუსთავი 2-ის რეალურ მფობელებთან დაკავშირებითაც გამოთქვეს.
ოპოზიციას კი ეჭვი აქვს, რომ თოფაძემ სწორედ ხვალინდელი პროცესის ბოლო აკორდი დაანონსა.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი