ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსთავი 2 არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების ყურადღების ცენტრში მოექცა. ევროკავშირის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ ვრცელ სტატიას ფრანგული ფიგარო აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების მხრიდან წამყვანი ქართული ტელეარხის ხელში ჩაგდების მცდელობა ქვეყანაში დემოკრატიის დასასრულის საშიშროებას მიუთითებს.
რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სარედაქციო სტატიით ეხმაურება ვაშინტონ პოსტიც სათაურით -"მთავრობის მიერ ტელევიზიის ხელში ჩაგდების მცდელობა ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა იქნება." სტატიაში წერია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პარტიასთნ ასოცირებული ბიზნესმენის ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა და დააყადაღა ყველაზე პოპულარული სამაუწყებლო კომპანიის ანგარიშები.
ავტორი: სოფო ზურაბიანი