ბიძინა ივანიშვილმა დღეს რუსთავი 2-ზე კიდევ ერთხელ და ვრცლად ისაუბრა. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განიხილა სამაუწყებლო კომპანიის მეწილეების კანონიერების საკითხი, TV-საქართველოს წარმომადგენლები და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი კი გააკრიტიკა. ძირითადი მწვავე განცხადებების ადრესატები ნიკა გვარამია და ძმები ყარამანიშვილები აღმოჩდნენ.
ივანიშვილმა დღესვე რუსთავი 2 არაობიექტურობაში დაადანაშაულა და პარტიულ ტელევიზიად დაასახელა. ივანიშვილმა დღეს არც ის გამორიცხა, რომ ქიბარ ხალვაშს შეხვდეს.
ივანიშვილმა ამავე კონტექსტში ტელეკომპანია მაესტროზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესები იქ მშვიდად მიმდინარეობს.
მილიარდელი ივანიშვილი დღესვე წამების და სექსუალური ძალადობის კადრების გავრცელებაზეც საუბრობდა. ყოფილი პრემიერი ფიქრობს, რომ კადრებს მთავრობა არ ავრცელებს.
ივანიშვილმა დღესვე პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციის დაცვლისკენ მოუწოდა, გააკრიტიკა მისი ახალი მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძეც. განცხადებები გაკეთდა რუსეთიდან და ასევე ირანიდან გაზის შემოტანის საკითხზეც.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.