ისევე როგორ სხვა დღეებში, დღესაც რუსთავი 2-ის ოფისთან ტელეკომპანიის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.
რამდენიმე ათეული ადამიანი ტელეკომპანიის შესასვლელთან დგას.
ისინი რუსთავი 2-ის და სიტყვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ, და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესს მოითხოვენ.
„ჩემი მოვალეობაა ვიდგე იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ბედი წყდება, სადაც ჩემი შვილების მომავალი წყდება. ეს არის რუსთავი 2-ის დაცვა,“ - განაცხადა ერთერთმა მხარდამჭერმა.