რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით დღეს დილიდან კომენტარები კეთდება საქართველოს პარლამენტში. უმრავლესობის წევრები გოგი თოფაძის გუშინდელ განცხადებაზე განმარტებებს აკეთებენ.
დეპუტატმა გუშინ თქვა, რომ რუსთავი 2 დღეს აღარ იქნება.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს არ აქვს პასუხი, თუ რის საფუძველზე გააკეთა მსგავსი განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა.
"მე მაქვს კრიტიკული დამოკიდებულება რუსთავი 2-ის მაუწყებლობის მიმართ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ რუსთავი 2 არ უნდა იყოს. მან სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეცვალოს, თორემ იქ არიან ადამიანები, განსაკუთრებით ჟურნალისტები, რომლებიც თავის საქმეს პროფესიონალურად და კომპეტენტურად აკეთებენ.
სამწუხაროს უწოდებს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სამართლებრივი დავის პოლიტიზირებას. ეკა ბესელიას თქმით, იმის მიუხედავად, რომ მოსამართლეზე პირდაპირი ზეწოლის ფაქტებია, მან უნდა მიიღოს კანონიერი და სამართლებრივი გადაწყვეტილება.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი