რუსთავი 2-თან დაკავშირებით უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე გოგი თოფაძის გუშინდელ განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს არ არის უმრავლესობის საერთო პოზიცია.
ის შეეცადა აეხსნა კოლეგის გუშინდელი განცხადება და განმარტა, რომ გოგი თოფაძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
„თქვენთვის სასარგებლოს ლაპარაკობს ის კაცი,“ - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.
როგორც ცნობილია, დეპუტატმა გოგი თოფაძემ გუშინ თქვა, რომ რუსთავი 2 დღეს აღარ იქნება.