რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს დიპლომატთა კლუბის წევრები აფასებენ.
მათი განცხადებით, მიმდინარე პროცესი საფრთხეს უქმნის საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და მედია პლურალიზმს.
დიპლომატთა კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მედია გარემოს შეზღუდვას ცდილობს.
“რუსთავი 2-ის პოზიცია არის ქვაკუთხედი იმ ოპოზიციური ძალების აზრების გამოხატვისა და ხმის მიწვდენის საზოგადოებამდე, რომელიც, რომ დაინგრეს, შემდეგ ხელისუფლებას ალბათ ვეღარაფერი ვეღარ შეაჩერებს და სრულიად გაბატონდება მედია ველზე,“ - განაცხადა საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრმა მამუკა ჟღენტმა.