20 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
"სტალინი რომ მოვიდეს, პირველ რიგში, თოფაძეს მიადგება, როგორც იმპერიალიზმის აგენტს", - სოზარ სუბარი

მთავრობის წევრები დეპუტატ გოგი თოფათის განცხადებესბ აფასებენ. როგორც ნობილია უმრავლესობის წევრმა გუშინ განაცხადა, რომ რუსთავი 2 დღეს აღარ იქნებოდა. 

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დეპუტატის პასუხად განმარტა, რომ რუსთავი 2-ს არაერთი მფლობელი გამოუცვლია, თუმცა მაინც არსებობს და იარსებებს ნებისმიერ შემთხვევაში.

სოზარ სუბარი ასევე გამოეხმაურა თოფაძის განცხადებას სტალინთან დაკავშირებით. მინისტრმა დეპუტატის განცხადებას ზედაპირული უწოდა. 

"სტალინი რომ მოვიდეს, პირველ რიგში, თოფაძეს მიადგება, როგორც იმპერიალიზმის აგენტს, კაპიტალიზმის გადმონაშთს და გააკულაკებენ და გააციმბირებენ," - აღნიშნა სუბარმა.  

როგორც ცნობილია, თოფაძემ სტალინს საქართველოს სიმბოლო და გენიალური პიროვნება უწოდა და იქვე განმარტა, რომ საქართველოში ცოტა ხანში სტალინის სურათი დაიკიდება ყველა კაბინეტში. 

დღის ამბები